---
title: "მუხლი 4. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პრინციპები — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/4"
law: "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
article: "4"
identifier: "5366-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პრინციპები — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/4

1. საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის.

3. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, ბავშვებისთვის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების) შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/5.md
