---
title: "მუხლი 5. დაწესებულებაში სწავლების ენა — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/5"
law: "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ"
article: "5"
identifier: "5366-IIს"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. დაწესებულებაში სწავლების ენა — ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/5

1. დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.

2. დაწესებულება უფლებამოსილია ენობრივი უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებით შესთავაზოს ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი პროგრამები და რესურსები როგორც სახელმწიფო, ისე მათ მშობლიურ ენაზე.

3. დაწესებულება უფლებამოსილია ბავშვებს მიაწოდოს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება მათ მშობლიურ ან/და არასახელმწიფო ენაზე და გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები და რესურსები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3310237-adreuli-da-skolamdeli-aghzrdisa-da-ganatlebis-shesakheb/6.md
