---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/1"
law: "ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3311504"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/1

1. ეს კანონი ადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგების და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, პროფესიული სერტიფიცირების, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების და მისი ხარისხის უზრუნველყოფის, აღნიშნულ სფეროებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების და პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ კანონის მიზანია ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით.

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით
განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/2.md
