---
title: "მუხლი 13². ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/13-2"
law: "ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
article: "13^2"
identifier: "matsne 3311504"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13². ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარდგენა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, მუხლი 13² (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/13-2

1. აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრსა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული პირი ვალდებულია რეგისტრაციისას და მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურაში ცვლილების შეტანისას უზრუნველყოს სამსახურისთვის ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობების წარდგენა.

2. საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრსა და სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრში რეგისტრირებული პირი ვალდებულია თავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილების თაობაზე შეატყობინოს სამსახურს ან/და პროფესიულ ორგანიზაციას სათანადო ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.
თავი V
აუდიტორული მომსახურება და მისი ხარისხის უზრუნველყოფა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/14.md
