---
title: "მუხლი 17. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/17"
law: "ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 3311504"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/17

აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც თავისი სახელით ახორციელებს აუდიტორულ საქმიანობას, ვალდებულია სუბიექტის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს სამსახური.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/18.md
