---
title: "მუხლი 18. ინფორმაციის კონფიდენციალურობა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/18"
law: "ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 3311504"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ინფორმაციის კონფიდენციალურობა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/18

1. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ პროფესიული მომსახურების განხორციელებისას მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალური ინფორმაციაა.

2. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია:
ა) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა როგორც პროფესიული მომსახურების განხორციელების პროცესში, ისე მის შემდეგ, დროის გასვლისა და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად;
ბ) სუბიექტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს ამ სუბიექტის შესახებ მასთან არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შეცვლის შემთხვევაში წინა აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, დამკვეთი სუბიექტის თანხმობით მომდევნო აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია იმ სუბიექტის შესახებ, რომელსაც აუდიტი ჩაუტარა.

4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელ პირზე მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/19.md
