---
title: "მუხლი 25. პროფესიული ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოსთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/25"
law: "ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 3311504"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. პროფესიული ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოსთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/25

1. პროფესიული ორგანიზაცია ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ იგი უარს აცხადებს სამსახურთან თანამშრომლობაზე ან განზრახ თავს არიდებს მას. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოს ჩამოართვას ის უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული აქვს  ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული აღიარების წესით.

2. ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნების, ასევე პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების განხორციელების წესების დარღვევა გამოიწვევს პროფესიული ორგანიზაციის ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას 500-დან 5 000 ლარამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/26.md
