---
title: "მუხლი 6. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/6"
law: "ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 3311504"
adopted: "2016-06-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მოთხოვნა — ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/6

1. სდპ, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოები და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფები ვალდებული არიან, უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი  დაქვემდებარებული საწარმოსთვის შუალედური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების ან/და სხვა მარწმუნებელ გარიგებაზე მოთხოვნას ადგენს შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა.

3. მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები გათავისუფლებული არიან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ვალდებულებისაგან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება იმ სუბიექტზედაც, რომელიც არის ჯგუფში შემავალი შვილობილი საწარმო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3311504-bughaltruli-aghritskhvis-angarishgebisa-da-auditis-shesakheb/7.md
