---
title: "მუხლი 11. პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვა — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/11"
law: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
article: "11"
identifier: "220"
adopted: "2004-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვა — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/11

1. პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

3. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინება კონფიდენციალური ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილის გამხელასთან დაკავშირებით, რომლის გამხელის აუცილებლობაც დამტკიცდა.

4. გამხელით მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც მოხდა მისი გამხელა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/12.md
