---
title: "მუხლი 12. პასუხისმგებლობა საიდუმლოების გამხელისათვის — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/12"
law: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
article: "12"
identifier: "220"
adopted: "2004-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. პასუხისმგებლობა საიდუმლოების გამხელისათვის — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/12

1. პირი პასუხს აგებს მხოლოდ იმ საიდუმლოების გამხელისათვის, რომლის დაცვაც მას ევალება სამსახურებრივად ან სამოქალაქო გარიგებით და რომლის გამხელა აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის კანონით დაცულ სიკეთეებს.

2. პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

3. (ამოღებულია - 26.06.2025, №825);

4. პირს შეუძლია მოითხოვოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლებების ხელყოფით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი IV. ცილისწამება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/13.md
