---
title: "მუხლი 17. ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/17"
law: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
article: "17"
identifier: "220"
adopted: "2004-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/17

1. ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

2. დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში.

3. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისთვის, მოსარჩელის მოთხოვნით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს აგრეთვე მოსარჩელისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/18.md
