---
title: "მუხლი 5. პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლება — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/5"
law: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
article: "5"
identifier: "220"
adopted: "2004-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლება — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/5

1. ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია: ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში; გ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.

2. ცილისწამების შესახებ სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ასეთი გარემოებების დადასტურებისას სასამართლოს გამოაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული განჩინება, რაც არ იწვევს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4000 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/6.md
