---
title: "მუხლი 7. მტკიცებულების სტანდარტი და ტვირთი — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/7"
law: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
article: "7"
identifier: "220"
adopted: "2004-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მტკიცებულების სტანდარტი და ტვირთი — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/7

1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.

2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

3. კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პირისათვის საჯარო პირის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

4. საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოვლენისათვის საზოგადოებრივი ყურადღების სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

5. აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

6. (ამოღებულია - 26.06.2025, №825);

7. (ამოღებულია - 26.06.2025, №825); საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი II. შეზღუდვის საფუძველი და წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/8.md
