---
title: "მუხლი 8. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/8"
law: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
article: "8"
identifier: "220"
adopted: "2004-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/8

1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შემზღუდველი კანონი უნდა იყოს: ა) პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ; ბ) კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; გ) არადისკრიმინაციული; დ) პროპორციულად შემზღუდველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/9.md
