---
title: "მუხლი 9. შინაარსობრივი რეგულირება — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/9"
law: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ"
article: "9"
identifier: "220"
adopted: "2004-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. შინაარსობრივი რეგულირება — სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/9

1. კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება: ა) ცილისწამებას; ბ) უხამსობას; ბ 1 ) „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დაცვას; გ) პირისპირ შეურაცხყოფას ან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას; დ) დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას; ე) მუქარას; ვ) პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას; ზ) რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას; თ) სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; ი) თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; კ) (ამოღებულია - 20.03.2015. №3375).

2. შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3375 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4450 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33208-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuplebis-shesakheb/10.md
