---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — ინოვაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/1"
law: "ინოვაციების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3322328"
adopted: "2016-06-22"
consolidated_as_of: "2025-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — ინოვაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინოვაციების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ინოვაციური საქმიანობების სუბიექტებზე, ინოვაციური საქმიანობების ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაზე, ინოვაციური საქმიანობების დაფინანსებასა და ინოვაციების კომერციალიზაციაზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/2.md
