---
title: "მუხლი 15⁶. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია — ინოვაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/15-6"
law: "ინოვაციების შესახებ"
article: "15^6"
identifier: "matsne 3322328"
adopted: "2016-06-22"
consolidated_as_of: "2025-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15⁶. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია — ინოვაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინოვაციების შესახებ, მუხლი 15⁶ (consolidated as of 2025-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/15-6

1. კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოება;
ბ) მისი ძირითადი საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ 72.1 კოდით გათვალისწინებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“ და მის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იმავე ფინანსურ წელს ჯამურად მიღებული შემოსავლების არანაკლებ 80% უნდა იყოს;
გ) მას აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

2. სუბიექტს ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება ერთჯერადად, უვადოდ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/15-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/15-7.md
