---
title: "მუხლი 17. ფინანსური რესურსების დაგეგმვა და გამოყენება — ინოვაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/17"
law: "ინოვაციების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 3322328"
adopted: "2016-06-22"
consolidated_as_of: "2025-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ფინანსური რესურსების დაგეგმვა და გამოყენება — ინოვაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინოვაციების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/17

1. ინოვაციური პროექტის დაფინანსებისას ფინანსური რესურსების დაგეგმვისა და გამოყენების დროს გამოიყენება გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპები.

2. სააგენტოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგრანტო კონკურსის ფარგლებში სხვა ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ინოვაციური საქმიანობის თანადაფინანსებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/18.md
