---
title: "მუხლი 20 — ინოვაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/20"
law: "ინოვაციების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 3322328"
adopted: "2016-06-22"
consolidated_as_of: "2025-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20 — ინოვაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინოვაციების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/20

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე მიღებული პატენტიდან ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული მოწმობიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა
1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე პატენტის ან/და სასარგებლო მოდელზე მოწმობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტის ან მოწმობის მფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და, თუ აღნიშნული პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს ლიცენზია:
ა) თუ პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი გონივრულ ვადაში არ განახორციელებს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ, ეფექტიან ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გონივრულ ვადაში განხორციელება მოსალოდნელი არ არის;
ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ეროვნული თავდაცვის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი ან მათი ლიცენზიატები ვერ აკმაყოფილებს (ვერ აკმაყოფილებენ).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისია დადგენილებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2884 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/21.md
