---
title: "მუხლი 4. საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციები ინოვაციების სფეროში — ინოვაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/4"
law: "ინოვაციების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 3322328"
adopted: "2016-06-22"
consolidated_as_of: "2025-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციები ინოვაციების სფეროში — ინოვაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინოვაციების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/4

ინოვაციების სფეროში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციებია:
ა) ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
ბ) ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების ეკოსისტემების განვითარების კოორდინაცია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე სახელმწიფო, კერძო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სექტორებს შორის;
გ) ინოვაციური საქმიანობების შესახებ ანგარიშის მომზადების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/5.md
