---
title: "მუხლი 6. ინოვაციების რეესტრი — ინოვაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/6"
law: "ინოვაციების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 3322328"
adopted: "2016-06-22"
consolidated_as_of: "2025-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ინოვაციების რეესტრი — ინოვაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინოვაციების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/6

1. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ამ კანონის 15
1
, 15
4
და 15
6
მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მოპოვების მომენტიდან ექვემდებარება:
ა) ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტი;
ბ) ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი;
გ) კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი.

2. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება:
ა) საინვესტიციო ფონდი;
ბ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელი;
გ) აქსელერატორი.

3. დაინტერესებული სუბიექტის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ინოვაციების რეესტრში მის რეგისტრაციას ახორციელებს, აგრეთვე ინოვაციების რეესტრს აწარმოებს სააგენტო.

4. ინოვაციების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ მონაცემები საჯაროა და  ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სუბიექტის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესი და ამ რეესტრის წარმოების ინსტრუქცია მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტით – ბრძანებით.

6. ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისთვის 200 ლარია, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით ან მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისთვის − 500 ლარი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/5-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/7.md
