---
title: "მუხლი 8. ანგელოზ ინვესტორთა ქსელი — ინოვაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/8"
law: "ინოვაციების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 3322328"
adopted: "2016-06-22"
consolidated_as_of: "2025-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ანგელოზ ინვესტორთა ქსელი — ინოვაციების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინოვაციების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/8

ამ კანონის მიზნებისთვის ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას მიმართვის შემთხვევაში ექვემდებარება ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, რომელიც არის იურიდიული პირი და აერთიანებს არანაკლებ 10 ანგელოზ ინვესტორს, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ქსელის მეშვეობით განახორციელეს ჯამურად არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია სულ მცირე 5 კომპანიაში, რის სანაცვლოდაც თითოეულ მათგანში წილის არაუმეტეს 20%-ს ფლობენ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №718 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3322328-inovatsiebis-shesakheb/9.md
