---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — საპარლამენტო მდივნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/1"
law: "საპარლამენტო მდივნის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 33244"
adopted: "2004-06-25"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — საპარლამენტო მდივნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საპარლამენტო მდივნის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისას მათ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა შეუფერხებელ და სრულყოფილ განხორციელებას.

2. ეს კანონი განსაზღვრავს საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებებს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობებისას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1259 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/2.md
