---
title: "მუხლი 5. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი — საპარლამენტო მდივნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/5"
law: "საპარლამენტო მდივნის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 33244"
adopted: "2004-06-25"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი — საპარლამენტო მდივნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საპარლამენტო მდივნის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/5

1. სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას ასრულებს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.

2. სამინისტროს საპარლამენტო მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს კანონპროექტების მომზადების სფეროში სამინისტროს საქმიანობის დაგეგმვას და ყოველწლიურად უზრუნველყოფს შესამუშავებელ კანონპროექტთა ნუსხის წარდგენას საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ; გ) აკონტროლებს სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში გადაწყვეტას; დ) საჭიროების შემთხვევაში აყენებს წინადადებებს ცალკეული კანონპროექტების მომზადების, განხილვის ან შეთანხმების მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ; ე) აკონტროლებს საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ პეტიციებზე, წერილებსა და განცხადებებზე რეაგირების მდგომარეობას. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3901 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/6.md
