---
title: "მუხლი 7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროების საპარლამენტო მდივნების ურთიერთობა — საპარლამენტო მდივნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/7"
law: "საპარლამენტო მდივნის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 33244"
adopted: "2004-06-25"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროების საპარლამენტო მდივნების ურთიერთობა — საპარლამენტო მდივნის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საპარლამენტო მდივნის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/7

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობას. იგი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად: ა) სამინისტროების საპარლამენტო მდივნებს აძლევს რეკომენდაციებს კანონპროექტების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ბ) ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროების საპარლამენტო მდივნების მონაწილეობას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე განხილვაში; გ) იღებს ინფორმაციას სამინისტროების საპარლამენტო მდივნების საქმიანობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33244-saparlamento-mdivnis-shesakheb/8.md
