---
title: "მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3326749-amnistiis-shesakheb/2"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 3326749"
adopted: "2016-06-24"
consolidated_as_of: "2016-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2016-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2016-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3326749-amnistiis-shesakheb/2

1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად სასჯელზე, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

2. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირს ნასამართლობა მოეხსნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3326749-amnistiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3326749-amnistiis-shesakheb/3.md
