---
title: "მუხლი 11. სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები — სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/11"
law: "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 33268"
adopted: "1996-10-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები — სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/11

სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ:
ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი;
ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი;
გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარებისა და სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/საქართველოს თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში, უფროსი ოფიცრების შემადგენლობაში ან უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობაში.
საქართველოს 2002 წლის 22 ივნისის კანონი №1539-სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.86
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1819-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.158
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3617 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3519 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/12.md
