---
title: "მუხლი 16. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება — სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/16"
law: "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 33268"
adopted: "1996-10-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება — სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/16

1. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: სამხედრო სამსახური; პროკურატურის ორგანოებში სამსახური; შინაგან საქმეთა ორგანოებსა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.

2. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება.

2¹. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ნამსახურობა.

3. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

4. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი (გარდა ყოფილი სსრ კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უმაღლეს სკოლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასწავლებელში, სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი) პერიოდისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდისა) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1680-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.212
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3526 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3957 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3124 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4098 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4398 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №612 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბის კანონი №1728 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3519 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3702 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4099 – ვებგვერდი, 18.04.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №772 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1215 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.
თავი მესამე. სახელმწიფო კომპენსაცია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/17.md
