---
title: "მუხლი 25. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები — სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/25"
law: "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 33268"
adopted: "1996-10-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები — სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/25

1. ამ კანონის პირველ მუხლში აღნიშნულ მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ამ უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

2. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1819-სსმI, №32, 20.12.2002წ., მუხ.158
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2561-სსმI, №24, 20.08.2003წ., მუხ.182

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/26.md
