---
title: "მუხლი 59. სამსახურებიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა — სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/59"
law: "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ"
article: "59"
identifier: "matsne 33268"
adopted: "1996-10-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. სამსახურებიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა — სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/59

1. სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების ოფიცრებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ორგანოების სხვა თანამშრომლებს ადრინდელი წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებში (პოლიციის სამსახურში) ჩაეთვლებათ საერთო წელთა ნამსახურობაში. სამსახურიდან დათხოვნისას ისინი თავიანთი სტატუსით უთანაბრდებიან სამხედრო მოსამსახურე ოფიცრებსა და პოლიციის მუშაკებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით ასევე სარგებლობენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირები, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ აღნიშნული ერთი უწყებიდან მეორეში.
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1851-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.43
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №810-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.189
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1680-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.212
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3957 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3617 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
თავი მეშვიდე (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2459-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.401

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33268-samkhedro-shinagan-sakmeta-organoebis-da-sakhelmwipo-datsvis-spetsialu/60.md
