---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/1"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3326932"
adopted: "2016-06-24"
consolidated_as_of: "2016-07-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-07-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2016-07-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/1

1. ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებაზე, რომელიც წარმოშობილია ქირავნობის საფუძველზე ან საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ.

662) გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე.

3. თუ მხარეებმა იურიდიულად ნამდვილი ხელშეკრულებით მოაწესრიგეს ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა, მხარეთა შეთანხმებას ენიჭება უპირატესობა ამ კანონით დადგენილი წესების მიმართ.

4. ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადები.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/2.md
