---
title: "მუხლი 3. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/3"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 3326932"
adopted: "2016-06-24"
consolidated_as_of: "2016-07-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-07-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2016-07-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/3

1. მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი).

2. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/4.md
