---
title: "მუხლი 7. ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და გამოსყიდვის მოთხოვნის უფლებათა შეწყვეტა — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/7"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 3326932"
adopted: "2016-06-24"
consolidated_as_of: "2016-07-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და გამოსყიდვის მოთხოვნის უფლებათა შეწყვეტა — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-07-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2016-07-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/7

1. თუ მესაკუთრეები ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს წერილობით შესთავაზებენ შესაბამის საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემას იმავე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, მოსარგებლეები ვალდებული არიან, გადაიხადონ კომპენსაცია ასეთი მოთხოვნების მიღებიდან 3 წლის ვადაში ან ამავე ვადაში წარადგინონ ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარგებლე კარგავს ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სარჩელების წარდგენის უფლებას. ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს მოსარგებლეს მფლობელობის შეწყვეტა შესაბამისი საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 50 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით. მფლობელობა შეწყდება კომპენსაციის სრულად გადახდის მომენტიდან.

3. თუ საცხოვრებელი სადგომი დატვირთულია იპოთეკით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება იპოთეკის უფლების მოქმედების ვადით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/8.md
