---
title: "მუხლი 9. უმკვიდრო საცხოვრებელი სადგომი — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/9"
law: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 3326932"
adopted: "2016-06-24"
consolidated_as_of: "2016-07-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. უმკვიდრო საცხოვრებელი სადგომი — საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

> Text consolidated as of 2016-07-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2016-07-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/9

1. თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3326932-satskhovrebeli-sadgomit-sargeblobisas-warmoshobili-urtiertobebis-shesa/10.md
