---
title: "მუხლი 11 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/11"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "11"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/11

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ბრძანებულება და დეკრეტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამოსცემს ბრძანებებს.

3. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ აქტებს გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათ საფუძველზე.

4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს კონსტიტუციური შეთანხმება. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/12.md
