---
title: "მუხლი 14 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/14"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "14"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/14

1. საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებია: ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელთა იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/14-1.md
