---
title: "მუხლი 15¹⁴ — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/15-14"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "15^14"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15¹⁴ — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 15¹⁴ (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/15-14

1. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის ნორმატიული აქტია აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2834 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.75

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/15-13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/15-15.md
