---
title: "მუხლი 15⁴ — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/15-4"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "15^4"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15⁴ — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 15⁴ (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/15-4

1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება (გარდა იმ დადგენილებებისა, რომლებიც შეეხება საკადრო და პერსონალურ, აგრეთვე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს), რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/15-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/15-5.md
