---
title: "მუხლი 19 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/19"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "19"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/19

1. საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებისთვის იურიდიული ძალის მიხედვით დადგენილია შემდეგი იერარქია: ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი; ა 1 ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება; გ) საქართველოს ორგანული კანონი; დ) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება; ვ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება , საქართველოს მთავრობის დადგენილება ; ვ 1 ) (ამოღებულია - 17.02.04 №3350 ); ზ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრის ბრძანება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება; ზ 1 ) (ამოღებულია - 30.03.07 №4601); ზ 2 ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება; ზ 3 ) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება; ზ 4 ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება; თ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება; თ 1 ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება; თ 2 ) სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება; ი) (ამოღებულია - 29.06.07 №5164); კ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება; ლ) (ამოღებულია - 27.03.09 №1138); მ) (ამოღებულია - 24.09.09 №1686); ნ) (ამოღებულია - 24.09.09 №1686).

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში მიღებულ (გამოცემულ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა კანონქვემდებარე აქტების მიმართ; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიმართ. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84 - სსმ I, №50(57), 28.12.1999 წ., მუხ.248 საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72 საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187 საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94 საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ.,  მუხ.191 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2834 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2947- სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.100 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3181 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.126 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3241 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.184 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4139 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.374 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის  კანონის №4293 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.6 საქართველოს 2007 წლის  30 მარტის კანონი №4601 - სსმ I,  №11, 10.04.2007 წ., მუხ.105 საქართველოს 2007 წლის  28 მარტის კანონი №4534 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4860 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.189 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5164 - სსმ I , №27, 17.07.2007 წ., მუხ.270 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5469 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.380 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5923 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.43 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1138- სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.35 საქართველოს 2009 წლის  24 სექტემბრის კანონი №1686 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.169

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/20.md
