---
title: "მუხლი 20 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/20"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "20"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/20

1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციით და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა), თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან დადებულ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა) აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც თვით ამ ორგანოს ნორმატიულ აქტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/21.md
