---
title: "მუხლი 23 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/23"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "23"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/23

1. უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნორმატიული აქტების მიმართ.

2. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.

3. საქართველოს ნორმატიულ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს და თანამდებობის პირის ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/24.md
