---
title: "მუხლი 3 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/3"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "3"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/3

1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლება აქვთ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. ნორმატიული აქტი უნდა იქნეს მიღებული (გამოცემული) კონსტიტუციით, ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/4.md
