---
title: "მუხლი 30 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/30"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "30"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/30

ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს: ა) განმატებითი ბარათი, რომელშიც აისახება ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი; ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა), აგრეთვე პროექტი შესაბამის კანონში იმ დამატებათა შეტანის შესახებ, რომლებითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობა; გ) კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან წარდგენილი პროექტის შესაბამისობის შესახებ, ხოლო საკანონმდებლო აქტის პროექტს – აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, მისი არსებობის შემთხვევაში; დ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1598 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.14

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/31.md
