---
title: "მუხლი 35 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/35"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "35"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/35

1. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის უფლება.

2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების, გაუქმებისა და დენონსირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დადგენილების ფორმით სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას მოქმედ კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/36.md
