---
title: "მუხლი 41 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/41"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "41"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/41

1. ნორმატიული აქტი რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან ძალაში შედის მხოლოდ იმ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილია ოფიციალურ ორგანოდ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.

2. თუ ადგილობრივ თვითმმართველობას (მმართველობას) ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო არ გააჩნია, მისი ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით განსაზღვრული ისეთი წესით, რომელიც მოსახლეობას მისცემს მისი გაცნობის საშუალებას. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50),  21.09.1999 წ., მუხ.214

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/42.md
