---
title: "მუხლი 43 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/43"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "43"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/43

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

3. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ იმავე ბრძანებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

4. თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მისი ტექსტი უნდა გადაიცეს საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით, ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში მაინც, ყოველ ორ საათში ერთხელ. პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/42-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/43-1.md
