---
title: "მუხლი 45 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/45"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "45"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/45

1. ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.

2. ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.

3. ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს ან ამძიმებს იურიდიულ პასუხისმგებლობას ანდა განსაზღვრავს მოსაკრებლის ან ტარიფის სახეებს, სტრუქტურას, ოდენობას, შემოღებისა და გადახდის წესს, ძალაში შედის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №915 - სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.26

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/46.md
