---
title: "მუხლი 46 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/46"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "46"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/46

1. ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ (გამოცემულ) იქნეს განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება, თუ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ასეთი ნორმატიული აქტის მიღებისთვის (გამოცემისთვის) დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/47.md
