---
title: "მუხლი 50 — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/50"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "50"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50 — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/50

1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევებში, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იქნა მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია (გამოცემულია) ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.

3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის ამოქმედებას.

4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.

5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.

6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე აქტი ან მისი ნაწილი. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/51.md
