---
title: "მუხლი 52² — ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/52-2"
law: "ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "52^2"
identifier: "458"
adopted: "1996-10-29"
consolidated_as_of: "2009-10-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2010-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52² — ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2009-10-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2010-01-01.
> Cite as: ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 52² (consolidated as of 2009-10-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/52-2

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, მიიღება დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1130 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.80

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/52-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/33286-normatiuli-aktebis-shesakheb/52-3.md
